ეკონომიკა

ჰაკობ არშაკიანმა მოხსენება გააკეთა დოჰაში, ის შეხვდა ყატარის სომეხ საზოგადოებას

სომხეთის  მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრმა  ჰაკობ არშაკიანმა ყატარში ჩატარებული კონფერენციის   „უსაფრთხო ჭკვიანი ქალაქების -2019“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „ჭკვიანი ქალაქი 2019“-ის (Smart City expo Doha 2019) გახსნის ცერემონიაში  და გამოვიდა ლექციით თემაზე  „ ჭკვიანი ქალაქები და სამომავლო გზა“.  როგორც გვაცნობეს მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის სამინისტროდან,  თავის ლექციაში ჰაკობ არშაკიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში მაღალი ტექნოლოგიების სფერო გამოცხადებულია პრიორიტეტად.  ამ სფეროში ყოველწლიურად 25% ზრდა აღირიცხება.  ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა  ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიების და სხვა სექტორების სწრაფი და დინამიური განვითარებისათვის.

კონფერენციის ფარგლებში  ჰაკობ არშაკიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ყატარის  სატრანსპორტო და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრ ჯასიმ ბინ სეიფ ბინ აჰმედ ალ-სულაითთან და ყათარის პრემიერ -მინისტრ აჰმედ ალ-სალვათთან. შეხვედრებზე მხარეები შეეხნენ  ორი ქვეყნის ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს და არსებულ პოტენციალს.   

ჰაკობ  ჰაკობიანი ყატარში ვიზიტის ფარგლებში  სომხეთის ახალ გახსნილ საელჩოში შეხვდა სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button