
როგორც “არმენპრესს” აცნობეს ლევონ არონიანი ნოემბრის რეიტინგში მე -8 ადგილზეა. წინა თვესთან შედარებით გროსმაისტერმა 6 ადგილით წინ წაიწია. ტოპ ათეულში ასევე შედიან მაგნუს კარლსენი, ფაბიანუ კარუანა, დინ ლიჟენი, მაქსიმ ვაშიერ-ლაგრავი, შაჰრიარ მამიდიაროვი, ანიშ გირი, იან ნეპომნიაშკი, თემურ რაჯაბოვი და უესლი სონი.
სომეხი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო ასეულში შედიან გაბრიელ სარგსიანი (47 ადგილი) და ჰრანტ მელქონიანი (79-ე ადგილი).