აშშ დაინტერესებულია სომხეთთან პარტნიორობის შემდგომი განვითარებით
სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო აშშ –ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი, რომელსაც თან ახლავს აშშ –ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონალური კონფლიქტების საკითხებში ოფისის დირექტორი შერილ ფერნანდესი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სომხეთის მისიის დირექტორი დებორა გრიზერი, სომხეთში აშშ-ის დესპანი ქრისტოფერ ვ.სმიტი და სომხეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი რაიან კემპბელი.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღებას სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რეზოლუცია არის ძლიერი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის მიმართულებით და უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი სომეხი ხალხისთვის, სომეხთა გენოციდს გადარჩენილთა მემკვიდრეებისთვის. შეეხო რა სომხეთ – აშშ –ის პარტნიორობას, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობას აქვს დემოკრატიული რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი, გადაწყვეტილი აქვს მათი განხორციელება და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ – ის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ წარმატებულ განხორციელებას. ლინ ტრეისიმ აღნიშნა, რომ აშშ ასევე დაინტერესებულია სომხეთთან ეფექტური პარტნიორობის შემდგომი განვითარებით.
ელჩმა ტრეისმა განაცხადა, რომ სომხეთ-აშშ თანამშრომლობის პროგრამების ფარგლებში 2019 წელს გასულ წელთან შედარებით აშშ-ს მხარდაჭერა გაიზარდა 40 პროცენტით და შესთავაზა იმსჯელონ სომხეთის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ. თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფისის კავკასიისა და რეგიონალური კონფლიქტების საკითხებში დირექტორის შერილ ფერნანდესის თქმით: ”აშშ მთავრობა მხარს უჭერს სომხეთის დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, ანტიკორუფციულ დღის წესრიგს და რეგიონალური უსაფრთხოების ძალისხმევებს. ჩვენ კიდევ ერთხელ სიამაყით ვადასტურებთ ჩვენს ურთიერთობას სომხეთთან, ამ ძირითადი საკითხების შესახებ ჩვენი სტრატეგიული კონსულტაციების გავლით”.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ამერიკის პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი.