კულტურა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავმჯდომარეობს ფრანკოფონიის 36-ე მინისტრთა კონფერენციას: მიღებულია 4 რეზოლუცია

ფრანკოფონიის რიგით 36-ე მინისტრთა კონფერენცია გაიმართა მონაკოში 30 და 31 ოქტომბერს, რომელსაც უხელმძღვანელა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ზოჰრაბ მნაცაკანიანმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრები და დელეგაციების ხელმძღვანელები.

მინისტრმა მნაცაკანიანმა  წარმოადგინა ფრანკოფონიის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების მიერ ერევნის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი და სომხეთის თავმჯდომარეობის  პერიოში განხორციელებული ინიციატივები.

ორდღიანი მინისტერიული კონფერენციის შედეგად, მონაწილეებმა მიიღეს ოთხი დადგენილება – ინოვაციების როლი ოკეანეების, მეცნიერების, განათლებისა და ციფრული ეკონომიკის განვითარებაში, გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე წლისთავისა  და ფრანკოფონიის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ტუნისში სხდომის დასასრულს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავმჯდომარეობა  გადასცა ტუნისს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close