მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მნაცაკანიანი ვერავითარ ჩიხს ვერ ხედავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი მნაცაკანიანი ვერავითარ ჩიხს  ვერ ხედავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით

როგორც “არმენპრესი” იუწყება, მინისტრმა ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

”ჩვენ მიზანდასახულად და  რეგულარულად ვმუშაობთ მოლაპარაკების პროცესზე. ჩვენ არასდროს არ დაგვიგვიანებია და არ გადაგვიდევს მოლაპარაკების პროცესი, ბოლო შეხვედრა იყო სექტემბერში, შემდეგი შეხვედრა მინისტრთა დონეზე იქნება ძალიან მალე. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვგეგმავთ შეხვედრას სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ დროს. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ჩიხს  მოლაპარაკებებში და ვაგრძელებთ მუშაობას, ”- თქვა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button