ეკონომიკამთავარი

აშშ -ის მთავრობის დახმარება სომხეთის მიმართ გაიზარდა 40 %-ით

ამის შესახებ აცხადებს სომხეთის აშშ -ს საელჩო.  2019 წლისათვის ამერიკის მთავრობის დახმარება სომხეთისადმი იზრდება.  წელს მან 60 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 40 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით.

გარდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებისა, ის მოიცავს  პროგრამებს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის, აშშ-ს სატყეო სამსახურისა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ. ”შეერთებულმა შტატებმა ბოლო 27 წლის განმავლობაში მხარი დაუჭირა სომხეთის დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუციების განვითარებას. ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეცვლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც   ამჟამად  სომხეთში  დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნავს აშშ-ს ელჩი სომხეთში ლინ თრეისი.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close