საზოგადოება

ახალქალაქში XIII საუკუნის სამლოცველო მეორედ დაარბიეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სომხურ-ქართულ სამლოცველოში ხატები და რელიგიური ნივთები წელს უკვე მეორედ დააზიანეს, იუწყება სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე”.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხატები და საეკლესიო ნივთები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დევნას ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.

ნახეთ მეტი
Back to top button