საზოგადოება

ახალციხეში გაიხსნა ახალი ArMat ლაბორატორია

ახალციხეში გაიხსნა ,, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობის მეორე ფილიალი და  ჯავახეთში ,,არმათის“ ინჟინერიის მე -4 ლაბორატორია.ამის შესახებ იუწყებიან ,, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი“-დან.

ახალ საგანმანათლებლო გარემოში ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ  საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ინჟინერიას და მათემატიკას. ასევე გაიმართება ინგლისური ენის შესწავლის კურსები ჯავახეთის ბავშვებისთვის ,,ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის“ ოფისში.

ახალციხეში არმათის საინჟინრო ლაბორატორიის შექმნის პროექტი დაფინანსდა,, ჰრაირ და ანა ჰოვნანიანის ფონდის“ მიერ. ,,არმათ“-ის პროგრამის დაფუძნებას ჯავახეთში ახორციელებს ,,ჯავახეთის დახმარების ფონდის“  საქართველოს წარმომადგენლობა ,,მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირთან“ პარტნიორობით.

ნახეთ მეტი
Back to top button