მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი. ბოლო 1,5 წლის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო 1,5 წლის განმავლობაში დაძაბულობის მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამის შესახებ განაცხადა მან ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში.

”ზოგადად, ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს ჩვენ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ყოველთვის მოიცავს საფრთხეებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს საფრთხეები იმაზე მეტი არ არის, ვიდრე იყო 3, 4, 5 წლის წინათ. თუ ახლა დავაკვირდებით სასაზღვრო ვითარებას, დაძაბულობის დონეს, ჩვენ დავინახავთ, რომ ბოლო 1,5 წლის განმავლობაში დაძაბულობის მკვეთრი და მნიშვნელოვანი ვარდნა აღინიშნა, და ეს ვარდნა მოხდა დუშანბეს ცნობილი დისკუსიების კონტექსტში”,- აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ასევე საინტერესო დინამიკაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

”სამწუხაროდ, დაძაბულობა ზოგადად უფრო დაბალია, მაგრამ ის გრძელდება და სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც გვაქვს მსხვერპლი. არავინ ამბობს, რომ ჩვენ მივაღწიეთ ყარაბაღის საკითხის მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო დინამიკაა მოლაპარაკების პროცესში და მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ის განვითარდება”,- აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button