პოლიტიკა

რუსული გამანადგურებლები სუ-30 სმ სომხეთში ჩამოვლენ წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში

ერევანი, 4 ნოემბერი, არმენპრესი. რუსული წარმოების მრავალფუნქციური გამანადგურებლები სუ-30 სმ სომხეთში ჩაოვა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის პირველი ორი თვის განმავლობაში. “არმენპრეს”-ის უწყებით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

”თვითმფრინავები ჩამოვლენ ან დეკემბერში, ან იანვარ-თებერვალში”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ეს ასეც იყო დაგეგმილი.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის რესპუბლიკა მუშაობს რუსული წარმოების მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავების  სუ-30 სმ შეძენაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button