პოლიტიკა

სრ შეიარაღებული ძალები იძენს ახალ თანამედროვე იარაღის სახეობებს

ერევანი, 4 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა ქვეყნიდან 2019 და 2020 წლებში სხვადსხვა ქვეყნებიდან შეიძენენ ახალ და თანამედროვე იარაღს. “არმენპრეს”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ  სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის დახურული განხილვის შემდეგ.

”დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ძირითადად იძენენ თანამედროვე იარაღს. როგორც 2019, ისე 2020 წლებში, როგორც საკონტრაქტო, ისე სასესხო პროგრამებით უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ ახალი და თანამედროვე შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყნებიდან”,-აღნიშნა ტონოიანმა.

მხედველობაში მიიღო რა საბიუჯეტო ასიგნებები, ტონოიანმა აღნიშნა, რომ როგორც თავდაცვის მინისტრს სურდა გაეორმაგებინა, გაესამმაგებინა ეს ბიუჯეტი. მაგრამ,  სახელმწიფო ბიუჯეტის და ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მინისტრი ამჟამინდელ ბიუჯეტს საკმარისად თვლის, ყველა გამოწვევისთვის  ადეკვატური პასუხის გასაცემად.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close