
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. “არმენპრეს”-ის გადმოცემით, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, კუხოს წევრი ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს: “მიგვაჩნია, რომ კუხო მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კუხოს ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის სამივე მიმართულებას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის შიდა პოლიტიკური კოორდინაცია, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთიანი მიდგომა საერთო საფრთხეების მიმართ. საფრთხეები, სამწუხაროდ, ერთნაირად ვითარდება და იცვლება და ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ამ საფრთხეების მიმართ. ჩვენი სტრუქტურა უნდა შეესატყვისებოდეს იმ რეალობებს, რომლებსაც ადგილი აქვთ რეგიონში, მსოფლიოში და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ კუხოს შემდგომი განვითარებისთვის”,- აღნიშნა ფაშინიანმა.