მთავარიპოლიტიკა

პრეზიდენტი პავლოპულოსი: საბერძნეთი იმოქმედებს ევროკავშირ-სომხეთის მჭიდრო ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპიოს პავლოპულუსმა სომხეთში ოფიციალური  ვიზიტის  დაწყებამდე   ექსკლუზიური განცხადება გააკეთა „არმენპრესის“  კორესპოდენტთან  საუბრისას.

”ბერძნულ-სომხურ  ურთიერთობებს  ჯერ  კიდევ შორეულ  წარსულში  ჩაეყარა საფუძველი  და  დღეისათვის განვითარების მაღალ დონეზე დგას.  ეს ურთიერთობები  დამყარებულნი არიან  მტკიცე მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე, ასევე შემოქმედებით და ეფექტურ თანამშრომლობაზე. ჩვენმა ურთიერთობებმა მართლაც მიაღწიეს ჰარმონიის იმ დონეს, რომელიც დიდი ხანია სცილდება ორმხრივი კავშირის ფარგლებს და გადადის,   ვრცელდება საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო ასპარეზზე, რადგანაც  ჩვენი შეხედულებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე არსებითად ურთიერთს  ემთხვევა, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხებიან  მშვიდობას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და განმტკიცებას.  ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის მთავარი პოლიტიკური და ინსტიტუციური საყრდენი არის საერთაშორისო სამართლის ყოვლისმომცველი გამოყენება.

საბერძნეთს, კვიპროსსა და სომხეთს შორის სამმხრივი თანამშრომლობა განამტკიცებს  ჩვენი ერთობლივი მუშაობის ზემოთხსენებულ პარამეტრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვკვებავთ კრიმინალებზე შურისძიების გრძნობას,  ერთი წამითაც არ ვივიწყებთ იმას, რაც მოხდა.  სწორედ ეს გამოცდილება და მოგონებაა რომლებიც ჩვენ გვაიძულებენ წამოვაყენოთ ჩვენი დევიზი: „არასდროს დავუბრუნდეთ“. მოწამებრივი ეს რეალობა  გამჯდარია ორი სასტიკი გენოციდის, ერთი მხრივ – სომეხთა გენოციდის და მეორეს მხრივ – პონტოსის  ბერძენთა  გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლების სისხლში.

ყველასათვის ცნობილია, რომ საბერძნეთმა ამ საკითხში პირველობა მიიღო 1996 წელს სომხეთის გენოციდის აღიარებით და 2014 წელს მისი უარყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებით.  ჩვენ ბერძნები მივესალმებით სომხეთის გენოციდის აღიარების შთამბეჭდავ პერიმეტრებს,  რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ის კონგრესის ბოლოდროინდელი რეზოლუცია.

ხელმძღვანელობს რა ამ პოლიტიკით საბერძნეთი:

პირველ რიგში, აღიარებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას და მხარს უჭერს დარეგულირების საკითხს,  რომელიც ემყარება მხოლოდ საერთაშორისო სამართალს. ამრიგად, იგი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას, რომელიც მხოლოდ მშვიდობისკენაა მიმართული.

და მეორე, საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაახლოებას. განსაკუთრებული პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ მივანიჭეთ ევროკავშირსა და სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის აუცილებელი პროცედურების წამოწყებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს  იმ დიდ მნიშვნელობას, რასაც ჩვენ ვანიჭებთ ბერძნულ-სომხურ ურთიერთობებს”- აღნიშნა პრეზიდენტმა პავლოპულუსმა თავის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button