პოლიტიკა

საბერძნეთის პრეზიდენტმა პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას

საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპიოს პავლოპულოსი ეწვია წიწერაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს და პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. “არმენპრეს”-ის ცნობით, საბერძნეთის პრეზიდენტი ასევე ეწვია მუზეუმ-ინსტიტუტს, გააკეთა ჩანაწერი ხსოვნის წიგნში.

”სომეხთა გენოციდის ხსოვნა უნდა შენარჩუნდეს, რადგან თუ გენოციდებს დავივიწყებთ, ეს დანაშაულები კვლავ განმეორდება. ეს არის გზავნილი ყველასთვის ერევნიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში მსგავსი მოვლენები მეორდება, და არიან ადამიანები, რომლებიც მტრობენ კაცობრიობას და ცივილიზაციას. ჩვენ გადავიტანეთ იგივე საშინელება, რაც სომხებმა”,- განუცხადა საბერძნეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button