პოლიტიკა

სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კუხოს მექანიზმი. კონსტანტინე ზატულინი

სომხეთის რესპუბლიკაზე თავდასხმის შემთხვევაში განხორციელდება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმი.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ 5 ნოემბერს, ერევანში გამართულ კუხოს საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა, უპასუხა რა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრივ მოსაზღვრე საცხოვრებელი ადგილებისკენ სროლის შესახებ კითხვებს.

”თუ კუხოს წევრი სომხეთი თვლის საჭიროდ, რომ დააყენოს ეს საკითხი კუხოს სხვა წევრების წინაშე, მას უფლება აქვს გააკეთოს ეს, მაგრამ არ მსმენია, რომ სომხეთს დაეყენებინა ეს საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთს არ მიუმართავს კუხოსთვის. იქნებ ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ ის, რაც მოხდა ამ რეგიონში, არ არის საკმარისი საფუძველი ასეთი სერიოზული რეაგირებისთვის. რაც შეეხება ვალდებულებებს, რუსეთი სომხეთს თვლის მოკავშირედ, მასზე თავდასხმის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კუხოს მექანიზმი. გაითვალისწინეთ, რომ სომხეთის ტერიტორიაზეა ჩვენი 102-ე სამხედრო ბაზა, ეს უბრალოდ არ არის აქ”, – აღნიშნა ზატულინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button