ზოჰრაბ მნაცაკანიანმა შვედეთში წარმოადგინა სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები
6 ნოემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ პრისტაიკოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში აღმოსავლური პარტნიორობის ათი წლისადმი მიძღვნილ ლექციაზე, რომელიც ჩატარდა თემაზე : “ინტერვიუ სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან”. როგორც გვაცნობეს სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან, მინისტრმა ვრცლად წარმოადგინა აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობა, სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. როგორც მინისტრმა მნაცაკანიანმა აღნიშნა, სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის პირველი თვეების განმავლობაში მთავრობა ძირითადად ორიენტირებული იყო გადაუდებელი მოთხოვნების მოგვარებაზე. ეს იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, სამართლიანობის განმტკიცება, არჩევნების ჩატარება. ”ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და მიზანი არის სახელმწიფოს სტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერება ისე, რომ, მიუხედავად პოლიტიკური ნებისა, საზოგადოებრივ ინსტიტუტებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ მოდელი, რომელიც ემყარება დემოკრატიას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობას. და მართლაც, დღეს სომხეთში სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს“, – თქვა მინისტრმა.