პოლიტიკა

თურქეთი უნდა შეურიგდეს თავის ისტორიას და პასუხი აგოს: საბერძნეთის პრეზიდენტი

ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფმა საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოპიუს პავლოპოლოსმა, სომხეთიდან გზავნილით მიმართა  თურქეთს. “არმენპრეს”-ის  ცნობით, სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, საბერძნეთის პრეზიდენტმა, შეეხო რა სომეხთა გენოციდს და პონტოსის  ბერძენთა გენოციდს, აღნიშნა, რომ თურქეთი უნდა შეურიგდეს მის ისტორიას და პასუხი აგოს.

”ჩვენ გვახსოვს სომეხთა გენოციდი, ჩვენ გვახსოვს პონტოსის  ბერძენთა გენოციდი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ გააფართოვა გენოციდის მაღიარებელთა წრე. 1996 წელს პარლამენტის დონეზე ჩვენ ვაღიარეთ სომეხთა გენოციდი, 24 აპრილი მივიღეთ სომეხთა გენოციდის დღედ, და 2014 წელს ჩვენ კრიმინალიზებული გავხადეთ სომეხთა გენოციდის უარყოფა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მიერ ერთხმად იქნა აღიარებული პონტოსის ბერძენთა გენოციდი. აქედან ჩვენ გზავნილით გვსურს მივმართოთ თურქეთს. ის უნდა შეურიგდეს თავის ისტორიას და პასუხი აგოს, ბოდიში უნდა მოიხადოს”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close