მთავარიპოლიტიკა

მოსალოდნელია პირველი სომხეთ-საბერძნეთ-კვიპროსის სამმხრივი სამიტის ჩატარება. ადგილი ჰქონდა ფაშინიან-პავლოპულოსის შეხვედრას

პრემიერ მინისტრი ნიკოლ  ფაშინიანი შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პროკოპიოს პავლოპულოსს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთში.

როგორც  გვაცნობეს  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ხელსაყრელ ფონზე უფრო ეფექტური ეკონომიკური თანამშრომლობა დამყარდება.

„ იანვარში, ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ სამმხრივ სომხეთ-საბერძნეთ-კვიპროსის სამიტს, რომელიც ერევანში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც ჩვენს ურთიერთობას კიდევ უფრო ნაყოფიერს  გახდის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთში საბერძნეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და ჩვენი ხალხი დიდი მადლიერებით აღნიშნავს  იმ ფაქტს, რომ 1996 წელს საბერძნეთმა ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი. მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წელს სომხეთის პარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ბერძნებისა და აისორთა  გენოციდი. ვფიქრობ, ეს ფაქტი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ  ჩვენ  გლობალურ  უსაფრთხოებაშიც ვეძებოთ  თანამშრომლობის გზები, რადგან გენოციდების აღიარება არა მხოლოდ ისტორიის აღიარების საკითხია, არამედ ასევე მნიშვნელოვანი ძალისხმევაა, რომელიც მიმართულია გლობალური უსაფრთხოებისა და გენოციდის პრევენციისკენ, ”- თქვა პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა.

პროკოპიოს პავლოპულუსი მიესალმა სომხეთისა და სომეხი ხალხის ძალისხმევას, მიმართულს  სომხეთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისაკენ.

”მე ძალიან მოხარული  ვარ და მივესალმები სამმხრივ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს სომხეთს, საბერძნეთსა და კვიპროსს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამმხრივი ფორმატით თანამშრომლობა არა მარტო სარგებელს მოუტანს და ეფექტური იქნება თითოეული ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად სომხეთის  ევროკავშირთან თანამშრომლობისთვისაც”, – აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button