ეკონომიკა

სომხეთის დელეგაცია მონაწილეობს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში შანხაიში

ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ჩინეთის  იმპორტის მეორე საერთაშორისო გამოფენა დაწყო. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა სომხეთის  დელეგაციაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა  ვიცე პრემიერი  ტიგრან ავინიანი.

როგორც გვაცნობეს სრ ეკონომიკის სამინისტროდან, გახსნის ცერემონიალის  შემდეგ ჩინელმა  მაღალჩინოსნებმა  და საერთაშორისო დელეგაციების წევრებმა დაათვალიერეს  ნაციონალური პავილიონები.

გამოფენაზე სომხეთი წარმოდგენილია ბიზნეს პავილიონით, რომელზეც გამოფენილია სომხური წარმოების სასმელები.

გამოფენის 5 ძირითადი და 10 დამატებითი დღის განმავლობაში, სომხეთის ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება სომხური კულტურა, ტურიზმი, სომხური ეკონომიკის უპირატესობები, ინდუსტრიის განვითარების გზა, ექსპორტისა  და ინვესტიციების შესაძლებლობები.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close