პოლიტიკა

სომხეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის განვითარების შესახებ

სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი  შეხვდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს კარინ  ჯამთინს,  რომელთანაც მან ხელი მოაწერა შვედეთსა და სომხეთს შორის განვითარების  შესახებ ხელშეკრულებას.

როგორც გვაცნობეს სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა ახალ გვერდს გახსნის სომხეთ-შვედეთის  ურთიერთობებში და ხელს შეუწყობს სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ისევე როგორც თანამშრომლობას ბევრ სხვა სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close