ავინიანმა Huawei- ს ვიცე-პრეზიდენტს გააცნო სომხეთის IT -ს სფეროს ინვესტიციების შესაძლებლობები

სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფი პრემიერ მინისტრის მოადგილე ტიგრან ავინიანი პეკინში შეხვდა Huawei- ს ვიცე-პრეზიდენტს ჭაო სიაობის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერ მინისტრის ტიგრან ავინიანის ოფისიდან გვაცნობეს.
ტიგრან ავინიანმა წარმოადგინა სომხური სამეცნიერო და ტექნოლოგიური ეკოსისტემის პოტენციალი და თავისებურებები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.
Huawei- ს ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა კომპანიის განვითარების ძირითადი მიმართულებების შეასხებ, მათ შორის მოწყობილობების წარმოებისა და კვლევითი საქმიანობის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს სომხეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, მაღალი ტექნოლოგიებისა და მზის ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. მიღწეული იქნა შეთანხმება შესწავლილი იქნას თანამშრომლობის შემდგომი შესაძლებლობები.