სპორტი

ლევონ არონიანი გრანდ ჭადრაკის ტურნირში 3 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა

ლევონ არონიანმა ბუქარესტში მიმდინარე Grand Chess Tour  სწრაფი ჭადრაკის  ტურნირში სამი  ტურიდან გაიმარჯვა ერთში, დაამარცხა რა ფაბიანო კარუანი, ორი პარტია ფრედ დაასრულა. ამჟამად სომეხ დიდოსტატს 6 ქულიდან 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ვიშვანათან ანანდთან ერთად.
ბუქარესტის Grand ChessTour სწრაფ და ბლიც ტურნირში მონაწილეობენ ფაბიანო კარუანა, უესლი სონი, შაჰრიარ მამედიოროვი, სერგეი კარიაკინი, ანიშ გირი, ვიშვანათან ანანდი, ვლადიმერ არტემიევი, ლე ლიმოვი და ანტონ კორობოვი. სწრაფი ჭადრაკის ტურნირი 9 ტურისგან შედგება.  დიდოსტატები ყოველდღე ითამაშებენ სამ პარტიას. ბლიც ჭადრაკის ტურნირი კი შედგება 18 ტურისგან. ის დასრულდება 10 ნოემბერს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close