კულტურამთავარი

მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს მატენადარანისა და ქართულ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, მეცნიერთა წინაშე ახალ პერსპექტივებს გახსნის

ხელი მოეწერა მემორანდუმს   ერევნის მაშტოცის სახელობის მატენადარანსა  და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების განხორციელება, სპეციალისტების გაცვლა, ერთობლივი კვლევები, პუბლიკაციები, გამოფენები.

როგორც “არმენპრესთან “   საუბარში აღნიშნა მატენადარანის  დირექტორმა ვაჰან ტერ-ღევონდიანმა,  კორნელი კეკელიძის სახელობის  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან  მათ დიდი ხნის ურთიერთობა  აკავშირებთ,  მაგრამ ამ მემორანდუმით თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ”ათობით ქართული ხელნაწერი ინახება მატენადარანში. ქართულ ცენტრში 300 – ზე მეტი სომხური ხელნაწერია, რომლებიც გამოცემის მოლოდინში არიან“.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაალ  აბაშიძის განცხადებით, მემორანდუმის ხელმოწერას   დიდი მნიშვნელობა  აქვს  საქართველოსა და სომხეთს შორის სამეცნიერო და კულტურული კავშირების განვითარების  მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ მრავალი წლის ინტერვალის შემდეგ მათ ცენტრში დაიწყეს  აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების აღდგენა, სადაც მუშაობენ საქართველოში ცნობილი არმენოლოგები.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close