ეკონომიკა

მსოფლიოში აქტივების თვალსაზრისით მეოთხე უმსხვილესი ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან

სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში  შეხვდა ჩინური ბანკის „ბენქ ოფ ჩაინა“-ს პრეზიდენტს  ლიუ ლიანგს. ეს ბანკი აქტივების მოცულობით მეოთხეა მსოფლიოში.  

შეხვედრის დროს მან წარმოადგინა სომხეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ინფრასტრუქტურის, განათლების, მცირე და საშუალო საწარმოების (მცირე და საშუალო ბიზნესის) და მაღალი ტექნოლოგიების ინვესტიციის ჩათვლით. ხაზი გაუსვა სომხეთის მიმზიდველ გეოგრაფიულ მდგომარეობას და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს, ლიუ ლიანგმა გამოთქვა მზადყოფნა კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა, მათ შორის ინციატივა „ ერთი ზონა, ერთი გზა“  ფარგლებში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების  მემორანდუმს.

ნახეთ მეტი
Back to top button