კულტურა

პრეზიდენტმა არგენტინაში მცხოვრები ქართველის პერსონალური გამოფენა დაათვალიერა

პრეზიდენტმა არგენტინაში მცხოვრები ქართველის, გოჩა გაიოსის მხატვრული ნამუშევრების და გამოცემების პერსონალური გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს გოჩა გაიოსის მიერ ბუენოს აირესში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ქართული ავანგარდის მხატვრული გამოცემები. მხატვარმა პრეზიდენტს საკუთარი წიგნი “ტიციან ტაბიძის ხსოვნას” უსახსოვრა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close