მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა

სამუშაო ვიზიტით საქართველოში მყოფი სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო.  

განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე მოსაზრებები რეგიონში უსაფრთხოების ვითარებისა და გამოწვევების შესახებ.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს თანამშრომლობის განვითარებას რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. შეთანხმდნენ, რომ გააფართოვებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button