საზოგადოება

ქოჩარიანი პატიმრობაში დარჩა: სასამართლომ უარყო დამცველთა შუამდგომლობა

ერევნის პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსამართლე ანა დანიბეკიანი, 7 ნოემბერს უარყო შუამდგომლობა, რომ სომხეთის  მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი გირაოთი გაეთავისუფლებინათ.  შუამდგომლობის შესახებ პროტესტი წარადგინეს ბრალდების მხარემ და დაზარალებულის წარმომადგენლებმა შუამდგომლობა გაასაჩივრეს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული, ამის შესახებ  ცნობას აცრცელებს „რადიოლური“.

სომხეთის მეორე პრეზიდენტი პატიმრობაში იმყოფება 25 ივნისიდან. 2018 წლის 26 ივლისს, სომხეთის მეორე პრეზიდენტს  რობერტ ქოჩარიანს  სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ბრალდება წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 300.1-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

ნახეთ მეტი
Back to top button