ეკონომიკამთავარი

ჩვენს ქვეყანაში აზროვნებამ გაიმარჯვა და მისი გამარჯვება შეუქცევადია: პრემიერ მინისტრი

სომხეთის  პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო „სინოფსის სომხეთი“ -ს დაარსების 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში და IT-ის სფეროში სომხეთის სახელმწიფო საგანმანათლებლო ჯილდოს გადაცემის  ცერემონიაზე. როგორც  გვაცნობეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან ნიკოლ ფაშინიანი მისალოცი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აღნიშნა, რომ  

”ჩვენ გვინდა ვიხილოთ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ინჟინერიის ქვეყანა, როგორც საინჟინრო აზროვნების, საქმიანობის და ტექნოლოგიების ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შემდეგი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ახალი სამუშაო კულტურა, დამსაქმებელ-დასაქმებულის  ურთიერთობების ახალი გზა და დონე. ეს კომპანია იყო ამ სფეროში ერთ-ერთი პიონერთაგანი სომხეთის რესპუბლიკაში და  ფაქტია რომ ასეთი კომპანიების შექმნამ, ასეთი პროფესიონალების ჩამოყალიბებამ  და მუშათა კლასის ფორმირებამ  გამოიწვია დღევანდელი  პოლიტიკური ცვლილებები სომხეთში.

ცოდნა და უნარი ჩვენთვის არის შესაძლებლობების საზღვრების გაფართოება.  ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავლის ხედვას და რეალობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში აზროვნება გაიმარჯვებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში გონებამ უკვე გაიმარჯვა და მისი გამარჯვება შეუქცევადია. ”

კომპანია „სინოფსისმა“ სომხეთში  მოქმედება დაიწყო  2004 წელს.   „სინოპსის არმენია“  ეწევა კვლევასა და ინჟინერიას ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაციის, ნახევარგამტარული ინტელექტუალური საკუთრების წარმოებისა და განვითარების სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button