პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს სომხეთის მთავრობას დემოკრატიული რეფორმირების გზაზე

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს სომხეთს დემოკრატიული და მმართველობითი რეფორმების გზაზე. ამის შესახებ სომხეთში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე თავის ვიდეო გზავნილით განაცხადა სომხეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ მორანმა.

მორანის ვიდეო მესიჯში ნათქვამია: ”ძალზე ბედნიერი ვარ, ვიყო სომხეთში და მოუთმენლად ველი თქვენი ლამაზი ქვეყნის ხილვას, თავისი მდიდარი ისტორიით და კულტურით. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს მთავრობას და სომხეთის ხალხს დემოკრატიული და მმართველობითი რეფორმების გზაზე.

ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც დაეხმარება სომხეთის სტაბილურ და აყვავებულ მომავალს”.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close