ეკონომიკა

თბილისის შემდეგ ქუთაისი – Ryanair-ი რეისების რაოდენობას ზრდის

უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპაში დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს იწყებს

,,სპუტნიკი საქართველოს „ ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი მარსელიდან (საფრანგეთი) და ბოლონიიდან (იტალია) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იფრენს, იუწყება საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების პრესსამსახური.

პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის აეროპორტში ხუთშაბათს საღამოს, ხოლო ბოლონიიდან – შაბათს შესრულდება. ორივე მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

თბილისში Ryanair-ის თვითმფრინავები კვირაში ოთხჯერ მილანიდან დაფრინავენ. 2020 წლის აპრილიდან ემატება მიმართულება კოილნი-თბილისი. რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

Ryanair – უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა ევროპაში, რომელიც 1984 წელს ირლანდიელმა მილიონერებმა ტონი რაიანმა, კრის რაიანმა და ლიამ ლონერგანმა დააარსეს.

Ryanair-ი ევროპის 28 ქვეყნის 180 აეროპორტს შორის 1,6 ათასზე მეტ მიმართულებას ემსახურება. ავიაკომპანიის ძირითადი აეროპორტი-ჰაბი არის ლონდონის სტანსტედი.

ნახეთ მეტი
Back to top button