საზოგადოება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

,,პირველი არხის“ ინფორმაციით,დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე ამ საღამოს რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის ინფორმაციით, კონკრეტულად, ამ საღამოს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან – გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან – პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე – „კინო საქართველოდან“ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან – „ისნის“ მეტროსადგურამდე. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს და მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close