სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის ცნობით, 2019 წლის 7 ნოემბრიდან სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საჰაერო სივრცეში დაინერგა ერთიანი “მაგისტრალებისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის (Free Route Airspace South Caucasus)” კონცეფცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ფრენები განახორციელონ საფრენ 195 დონეზე (FL 195) მაღლა, დღე-ღამის განმავლობაში სომხეთ-საქართველოს საჰაერო სივრცის კვეთის გამარტივებული პროცედურებით (Cross Border operation).
წინამდებარე კონცეფციის წრეებში კეთდება პროგნოზი, რომ კონცეფციით ისარგებლებს ყოველდღიურად 125, ხოლო ყოველწლიურად 45,000 სატრანზიტო რეისი. შედეგად, ყოველწლიურად შემცირდება სულ 28714 მილის საჰაერო გზა, ფრენის 3872 წუთიანი დრო, 260․438 კგ საწვავი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ეს პროცესი განხორციელდა სრ სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ორგანიზაცია EUROCONTROL, დსს ,,ჰაიაერონავიგაციის“ და შპს SAKAERONAVIGATSIA სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით.
ასევე აღინიშნება, რომ ასეთი კონცეფცია ევროკავშირის არა ყველა ქვეყანაში იქნა დანერგილი.