პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო კერამიკის ქარხნის გახსნის ცერემონიალს, რომელიც დაფუძნდა Multi Group Concern- სა და იტალიურ Stoneware Holding- ს შორის ერთობლივი საინვესტიციო პროექტის ფარგლებში. ინფორმაციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის აპარატი.
საწყისი ინვესტიცია 30 მილიონი ევროა და მას უწყვეტი ხასიათი ექნება. შეიქმნება 500-დან 1000 სამუშაო ადგილი.
პრემიერ- მინისტრმა ფაშინიანმა, ქარხნის ხელმძღვანელობის თანხლებით, დაათვალიერა კერამიკული ჭურჭლის წარმოების პროცესი.
ჰოლდინგი Italian Stoneware დაკავებულია კერამიკული ჭურჭლის წარმოებით, სასტუმროს ბიზნესითა და ახალი შენობების მშენებლობით. თიხა, რომლითაც ჭურჭელი მზადდება Ceramisia – გამოირჩევა გამძლეობით.
სომხეთში წარმოებული კერამიკული ჭურჭელი ექსპორტირებული იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, წარწერით : “დამზადებულია სომხეთში იტალიური დიზაინით”.