სპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა რიგაში საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები აიღეს

აღსანიშნავია, რომ რიგაში გამართულ ტურნირზე გასულ წელს ქართველმა მოციგურავეებმა გაიმარჯვეს: მარია კაზაკოვა და გიორგი რევია სპორტულ ცეკვებში იუნიორებს შორის ჩემპიონები გახდნენ.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართველი მოციგურავეები ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა რიგაში ფიგურულ სრიალში საერთაშორისო ტურნირის Volvo Open Cup-ის იუნიორებს შორის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ტურნირში 30 ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა სენიორებს, იუნიორებსა და ახალბედებს შორის.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების შემდეგ ქართულმა წყვილმა ჯამში 156.54 ქულა დააგროვა. პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს რუსულმა წყვილებმა: აპოლინარია პანფილოვა – დმიტრი რილოვი და დიანა მუხამეტზიანოვა – ილია მირონოვი.

ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა ვარჯიშობენ პერმში, პაველ სლიუსარენკოს და ვალენტინა ტიუკოვას ჯგუფში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რიგაში გამართულ ტურნირზე მოციგურავეთა სხვა ქართული წყვილი ბრწყინავდა: მარია კაზაკოვა და გიორგი რევია სპორტულ ცეკვებში იუნიორებს შორის ჩემპიონები გახდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button