მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

11-12 ნოემბერს  პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა ჰაკობიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევიან საფრანგეთს  სადაც მონაწილეობას მიიღებენ პარიზის მეორე სამშვიდობო კონფერენციასა და იუნესკოს მე -40 გენერალურ კონფერენციაში. ვიზიტის პირველ დღეს ნიკოლ ფაშინიანი დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც გაიმართება საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით, პარიზის მეორე სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების საპატივცემულოდ.

12 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარიზის მეორე სამშვიდობო კონფერენციის გახსნაში და ღონისძიების ფარგლებში ჩასატარებელ თემატურ დებატებში,  რომლის დროსაც იგი სიტყვით გამოვა. დაგეგმილია აგრეთვე სიმბოლური საჩუქარის გადაცემა  პრემიერ მინისტრ ფაშინიანისგან პარიზის სამშვიდობო კონფერენციის ბიბლიოთეკისათვის.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ მინისტრი ეწვევა ასევე ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს და შეხვდება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ლუიზა მუშიკივაბოს.

დაგეგმილია პრემიერისა და მისი მეუღლის ვიზიტი იუნესკოს შტაბში და მათი მონაწილეობა იუნესკოს მე -40 გენერალური კონფერენციის მუშაობაში. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სიტყვით გამოვა კონფერენციის თემატური განხილვის ფარგლებში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება იუნესკოს გენერალურ მდივანს ოდრი აზულეს და ინტერვიუს მისცემს იუნესკოს პრეს-სამსახურს.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ მინისტრი და მისი მეუღლე შეხვდებიან საფრანგეთის სომხური სათვისტომოს  წარმომადგენლებს.  ნიკოლ ფაშინიანისა და ანა ჰაკობიანის საპატივცემულოდ ადგილი ექნება ოფიციალურ მიღებას , რომლის ფარგლებში გათვალისწინებული სრ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close