ეკონომიკა

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ წელს სომხეთის სავაჭრო მოცულობა რუსეთის ფედერაციასთან 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

როგორც “არმენპრესი ” იუწყება, ფაშინიამ ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა 11 ნოემბერს.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წელს ბრუნვა 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია და ეს ქმნის ძალიან კარგ საფუძველს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს მოკავშირულ  ურთიერთობებს. როგორც თქვენ ახსენეთ, მე ასევე ველოდები ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ”- თქვა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button