პოლიტიკა

ფაშინიანმა და ლავროვმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მრავალი საკითხი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთში. სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, მან აღნიშნა: ”ბოლოს, თქვენ ოფიციალური ვიზიტით ორი წლის წინ იმყოფებოდით სომხეთში, ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთში დიდი ცვლილებები მოხდა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ ახალი დინამიკა მიიღო”.
სერგეი ლავროვმა პრემიერ–მინისტრს გადასცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მისალმებები და ხაზი გაუსვა სომხეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო კონტაქტების ფაქტს სხვადასხვა უწყებებში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სომხეთ-რუსეთის მომდევნო რეგიონალურ ფორუმზე და აღნიშნა, რომ მზადდება ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა.
”ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვითარდება ორმხრივი ვაჭრობა, ის მუდმივად იზრდება. რუსეთი სომხეთის წამყვანი ეკონომიკური პარტნიორია, პირველი ინვესტორი სომხეთის ეკონომიკაში. ჩვენი თანამშრომლობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში, ეუთო- ში, დსთ-ს ყურადღების ცენტრშია და ჩვენ ვულოცავთ სომხეთს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ძალზე ეფექტური თავმჯდომარეობისთვის”,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
სომხეთის პრემიერ–მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის რამდენიმე საკითხი.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით და შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს.
პრემიერ–მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაში.
ნიკოლ ფაშინიანმა და სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში და ჰუმანიტარული პროექტების აუცილებლობას მხარეთა შორის ურთიერთსაიმედო ატმოსფეროს შექმნის თვალსაზრისით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close