ეკონომიკა

სომხეთი აღმოჩნდა შემოსავლიანობის მიმსწრაფველი ინვესტორთა არეალში. ,,როიტერს“–ის კვლევა

ბრიტანული სააგენტო ,,როიტერს“–ი შეეხო სომხეთის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს, წარმოადგინა სომხეთის ევროობლიგაციების განაწილების პროცესი და ექსპერტთა დახმარებით შედარება მოახდინა რეგიონის ქვეყნების მაჩვენებლებთან. “არმენპრეს”–ის მიხედვით, სააგენტო ხაზს უსვამს: ”გასულ წელს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელთა შედეგად ჩამოყალიბდა რეფორმზე ორიენტირებული მთავრობა, სომხეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ნავთობით მდიდარ მეზობელ აზერბაიჯანში, რამაც გაზარდა ინვესტორების მზადყოფნა, სესხი გამოუყოს ზღვისკენ გასასვლელის არ მქონე სამი მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანას.

პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მიიღო რეფორმების ისეთი გეგმა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ითვალისწინებს ინვესტიციების ხვედრითი წონის მშპ–ში გაზრდას ამჟამინდელი დაახლოებით 20 პროცენტის ნაცვლად 23-25 პროცენტამდე, და ექსპორტის/მშპ თანაფარდობის გაზრდას 37 პროცენტიდან 43-45 პროცენტამდე”- აღნიშნულია სტატიაში.

აღინიშნება, რომ JPMorgan– ის განვითარებადი ბაზრების ობლიგაციების ინდექსში, სომხეთის ევროობლიგაციების ფასი წლის დასაწყისიდან გაიზარდა დაახლოებით 14% –ით, ქართული ევროობლიგაციების ფასის 9,4% –ით გაზრდასთან შედარებით.

ნახეთ მეტი
Back to top button