ეკონომიკამთავარი

ერევანში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი ,,ანტიკონტრაფაქტი“

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ერევანში დაიწყო საერთაშორისო ფორუმი ,,ანტიკონტრაფაქტი“.
“არმენპრეს”–ის უწყებით, ორდღიანი ფორუმი დაიწყო 12 ნოემბერს. ,,ანტიკონტრაფაქტი“ წარმოადგენს ცენტრალურ პლატფორმას ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წრეებში დისკუსიების ჩასატარებლად, რომელზეც აქცენტი კეთდება სამრეწველო პროდუქტების უკანონო მიმოქცევისგან ბაზრების დაცვაზე. მასში მონაწილეობენ ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრ ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების, კერძო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ექსპერტები, მეცნიერები და სხვები. კონფერენციის მიზანია მონაწილეთა კონსოლიდირებული პოზიციისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რაც მიმართულია სამრეწველო პროდუქტების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ, საბაჟო რეგულაციების გაუმჯობესებაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზე, სამრეწველო პროდუქტების სტანდარტიზაციაზე, სამრეწველო პროდუქტების ხარისხის ეფექტურ კონტროლზე და ა.შ.

ნახეთ მეტი
Back to top button