მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაში

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ანა ჰაკობიანთან ერთად პარიზის მეორე სამშვიდობო კონფერენციასა და იუნესკოს მე-40 გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი 11 ნოემბრის საღამოს ეწვია ელიზეს სასახლეს, სადაც მონაწილეობა მიიღო პარიზის მეორე სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების საპატივცემულოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაში.

ელიზის სასახლეში პრემიერ-მინისტრს დახვდა ემანუელ მაკრონი.

ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაეინი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს თშისეკედი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტი ვანგ ქიშანი, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ლუიზ მუშიკივაბო, იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზულენი და სხვები.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close