ეკონომიკა

მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში სომხეთს შეეძლება მილიარდობით დოლარის ექსპორტის უზრუნველყოფა

მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში, სომხეთს შეეძლება  მილიარდობით დოლარის ექსპორტის უზრუნველყოფა რამდენიმე სფეროში, სადაც სწორ  ინვესტიციამ შეიძლება მოახდინოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაპირებული ეკონომიკური რევოლუცია.  „ამერიკის ხმის“ თანახმად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა სომხეთის შესახებ, რომელიც გაკეთდა  გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე სომხეთისა და მისი საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ.

მოხსენება განიხილეს12 ნოემბერს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მე -11 სხდომაზე, რომელიც მიმოიხილავდა ქვეყნის განვითარების უამრავ პოტენციურ მიმართულებას, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ, ტურიზმის, ტექსტილის ინდუსტრიის, მეღვინეობის, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებას.

მან ასევე შეისწავლა პოტენციალის მქონე არაერთი სფეროს  განვითარების პერსპექტივები. ესენია:  ბიზნესის აუთსორსინგი, რეგიონალური ლოჯისტიკა, სურსათის უვნებლობა, თვითმფრინავების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, რეგიონალური ფინანსური მომსახურება და უმაღლესი განათლება.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close