ვაშინგტონი ხედავს, რომ დემოკრატიული სომხეთი დადებითად გამოირჩევა რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. ამის შესახებ აღნიშნა აშშ-ს სენატორმა ჯეკ რიდმა ,,ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ვაშინგტონში სომხეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
”დღეს, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, დემოკრატიული სახელმწიფოებია და ამის საფუძველზე უნდა განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები.” – თქვა სენატორმა.
სრ საპარლამენტო უმრავლესობის “ჩემი ნაბიჯი” ბლოკის წარმომადგენლები ლილით მაკუნცი და ტათევიკ ჰაირაპეტიანი, “აღორძინებული სომხეთის პარტიიდან” ვაჰე ენფენჯიანი და ,,განათლებული სომხეთიდან“ ედმონ მარუკიანი ვაშინგტონში არიან, სომხეთ-ამერიკული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში.
აშშ-ს დედაქალაქში განხილული თანამშრომლობის მიმართულებები მრავალფეროვანია: კიბერუსაფრთხოებიდან, პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივამდე. კერძოდ, რესპუბლიკური საერთაშორისო ინსტიტუტში განხილულ იქნა გამჭვირვალე მმართველობის განვითარების საკითხები, “ამერიკის ხმას” განუცხადა ინსტიტუტის პრეზიდენტმა დოქტორმა დენიელ თვინინგმა.
სენატორმა ედ მარქიმ სომხეთის დელეგაციასთან ერთად ისაუბრა სომხეთ-ამერიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზე საგარეო საქმეებში.
”მე ასევე ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ წელს ასევე შევძლოთ აშშ-ს სენატში გავიტანოთ რეზოლუცია, რომელიც აღიარებს სომხეთის გენოციდს ”, - აღნიშნა მან.