პოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების წინაპირობების საკითხში სომხეთის მიდგომების საერთაშორისო აღქმა დადებითია

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვლის, რომ სომხეთის ხედვას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების წინაპირობების საკითხში დადებითად აღიქვამდნენ საერთაშორისო პარტნიორები, რადგან დაფიქსირდა, რომ სომხეთის პოზიცია კონსტრუქციულია. “არმენპრეს”-ის გადმოცემით, ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში 13 ნოემბერს, უპასუხა რა ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრის, ვიქტორ ენგიბარიანის კითხვაზე.
”მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ყველა პარტნიორმა წელიწადნახევრის განმავლობაში დააფიქსირეს, რომ ჩვენი განზრახვაა არა მხოლოდ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება, არამედ პირიქით, არის მრავალი საკითხი, რომელთა გარეშე შეუძლებელია ეფექტური მოლაპარაკების პროცესის წარმართვა. წინაპირობების ამ გაგების თვალსაზრისით არსებობს ზოგადი აღქმა, და ვფიქრობ, რომ ჩვენი შეხედულებები საკითხის წინაპირობებზე უკეთესად იქნა გააზრებული, რადგან გაირკვა, რომ ჩვენი პოზიციები კონსტრუქციული ხასიათისაა. განგაშის მიუხედავად, მოლაპარაკების პროცესი ჩიხში კი არ მოემწყვდა, არამედ მუშაობს იმისთვის, რომ კონფლიქტის ყველა მხარისთვის შექმნას მოლაპარაკების საკითხის გადაჭრის მოძიებაზე მიმართული გარემო და ატმოსფერო”,- აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button