ეკონომიკამთავარი

სომხეთში ამოქმედდა ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური

კოტაიქის რაიონის ჰრაზდანის თემში ადგილი ჰქონდა უმსხვილესი მზის სამრეწველო სადგურის “არსან 1-2” -ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს. “არმენპრეს”–ის უწყებით, სადგურების “არსან 1-2” -ის  თანამფლობელმა კარენ ღაზარიანმა აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი მზის ელექტროსადგურების მშენებლობა სომხეთის ენერგეტიკულ ბალანსში მზის ენერგიის წილის გაზრდის, გარე სამყაროზე ქვეყნის ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების და გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

სომხეთში, ArSan 1-2 არის უდიდესი მზის ელექტროსადგური, როგორც პროდუქტიულობის, ასევე პანელების მთლიანი სიმძლავრის თვალსაზრისით. იგი ყოველწლიურად გამოიმუშავებს 3.4 გვატ ელექტროენერგიას, რაც შეამცირებს ნახშირმჟავა გაზების გამოყოფას წელიწადში 1500 ტონით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close