კულტურა

შოთა რუსთაველიქართველი პოეტი შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების ათეულშია

Sputnik. დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების სიაში მოხვდა – ასეთია პორტალ Ranker-ის ვერსია.

Ranker-ი ციფრული მედიაკომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ლოს-ალჯელესშია. ვებ-გვერდზე სხვადასხვა თემებზე მრავალი ინტერნეტ-გამოკითხვა ტარდება. აღსანიშნავია, რომ პორტალს თვეში 49 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

სწორედ ინტერნეტ-გამოკითხვაში შოთა რუსთაველმა დაახლოებით ორი ათასი ხმით მეცხრე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში პირველი ადგილი ინგლისელმა პოეტმა უილიამ შექსპირმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ რუსი მწერლები ფიოდორ დოსტოევსკი და ლევ ტოლსტოი. მეათე ადგილზე კი მარკ ტვენი აღმოჩნდა.

შოთა რუსთაველი (დაახლოებით1172 — 1216) XII საუკუნის პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქვეყნოდ ცნობილი პოემა „ვეფხისტყაოსნის” ავტორია.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close