მთავარიპოლიტიკა

ახალი მოვლენები სომხეთ-ამერიკულ ურთიერთობებში

აშშ-ს დედაქალაქში სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ლილით  მაკუნცმა განაცხადა, რომ სომხეთ-ამერიკული მეგობრობის ჯგუფი იწყებს სომხეთისთვის აშშ-ს დახმარების შესახებ აქტის მიღების პროცესს. როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება,  ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, ლილით მაკუნცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტის მიღება ორმხრივ ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.

”რეზოლუციების მიღება ძალზე დამაიმედებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უარი ვთქვათ განცხადებებზე და მოვემზადოთ  ვალდებულებების ასაღებად.  აქტი ვალდებულებებს  აკისრებს ორივე მხარეს, ”- თქვა მან.

მისივე თქმით, “ხავერდოვანი რევოლუციის”  შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონისა და ერევნის ორმხრივი ურთიერთობები  პრაქტიკული შინაარსით უნდა შეივსოს.  ეს შეიძლება მხარეების შეხედულებისამებრ,  ეხებოდეს ადამიანის უფლებების დაცვას, კორუფციასთან ბრძოლას,  ისევე როგორც რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ ამ წლის ოქტომბერში მიღებული  აქტი საქართველოს დახმარების შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაუაწესოს სანქციები ყველა მათგანს,  ვინც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა  და საერთოდ, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.

ამ თვალსაზრისით, სომხეთის მხარდაჭერის აქტი სტრატეგიული ურთიერთობების ლოგიკური გაგრძელებაა, აღნიშნა პარლამენტარმა და დასძინა, რომ ამ იდეამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა  წრეში მოწონება დაიმსახურა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close