ეკონომიკა

გაიზარდა სამხედრო ინდუსტრიის ბიუჯეტი

სომხეთის რესპუბლიკაში 2020 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად სამხედრო ინდუსტრიის  საბიუჯეტო განაკვეთი 122% -ით გაიზარდა.

როგორც „არმენპრესი“  იუწყება, ამის შესახებ  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის 15 ნოემბერს გამართულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრმა  ჰაკობ არშაკიანმა.

„იმისათვის, რომ 2020 წელს სომხეთი მაღალტექნოლოგიური სამხედრო ინდუსტრიული მწარმოებელი და ექსპორტიორი გახდეს, სახელმწიფო ბიუჯეტი გეგმავს სამინისტროსათვის  12,5 მილიარდი დრამის  გამოყოფას. 2020 წ.  საბიუჯეტო  განაკვეთი  სამხედრო ინდუსტრიაში გაიზარდა დაახლოებით 122% -ით, რაც  6.3 მილიარდ დრამს ადგენს.ამ თანხის ერთი  ნაწილი მიმართული იქნება კვლევისა და განვითარების პროგრამების განხორციელებაზე, მეორე კი საწარმოო  შესაძლებლობების განსავითარებლად, რათა შევძლოთ საგარეო ბაზარზე გასვლა“, თქვა არშაკიანმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button
Close