პოლიტიკა

სომხეთში აშენებულ საინჟინრო ქალაქში დაახლოებით 35 საინჟინრო კომპანია განთავსდება

მშენებლობა 2020 წელს დაიწყება. როგორც „არმენპრესი“  იუწყება, ამის შესახებ  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის 15 ნოემბერს გამართულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრმა  ჰაკობ არშაკიანმა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო გეგმავს ქალაქში დაახლოებით 35 საინჟინრო კომპანიის დაფუძნებას, რომლებიც  დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილს გახსნიან. არშაკიანის თქმით, დაახლოებით 10 მილიარდი დრამი ინვესტიციის ჩადება მოხდება სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close