ეკონომიკამთავარი

წლის ბოლოსათვის სომხეთში 7% ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი: პრემიერ მინისტრი

მიმდინარე  წლის ეკონომიკური შედეგები აჩვენებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მოქმედებები, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ რევოლუციისაკენ  გამართლებულია და ეფექტური. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა  სომხეთში ამერიკის სავაჭრო პალატის წლის ბოლო შეხვედრისას.

”მისი მოქმედების პირველივე დღიდან, ჩვენმა მთავრობამ გამოაცხადა სომხეთის ეკონომიკური რევოლუციის დღის წესრიგი. ფაქტობრივად, პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვაცხადეთ სამი ძირითადი მიმართულება ამ მარშრუტის გასავლელად. პირველი არის,  ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მეორე – მონოპოლების გაუქმება, ხოლო მესამე – ბრძოლა ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ. ჩვენი პირველი ოპერაციების რიგიც ზუსტად ასე იყო დაცული და შეიძლება ითქვას, რომ 2019  ეკონომიკური წლის ბოლოს, ამ მიდგომამ გაამართლა და გვიჩვენა  ეფქტური შედეგი. დღიესათვის კი ჩვენ წლის ბოლოსთვის მოველით  7% ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ ველოდებით არა მარტო მაჩვენებლის ზრდას, არამედ  მნიშვნელოვან და ხელშესახებ ცვლილებებს მთელს ეკონოიკაში.  ამ ცვლილებების უმეტესი ნაწილი ჩვენს მიერ  მომავლის ხედვით არის განპირობებული”,- თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close