ეკონომიკამთავარი

არმენ სარგსიანი დოჰაში შეხვდა ყატარის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ყატარშია, დოჰაში შეხვდა ყატარის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანს.

სომხეთის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი მეგობრული ქვეყნის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები არსებობს  რაც კარგი  საფუძველია ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერებისათვის.

პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრს, აქვს კარგი სატრანზიტო შესაძლებლობები სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესასვლელად.

კერძოდ, თანამშრომლობისათვის  განსაკუთრებით მოსახერხებელია  მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სფეროები. პრეზიდენტმა სარგსიანმა ასევე ხაზი გაუსვა მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close